საოცარი დღე იყო.ყველაფერი კარგად დამთავრდა.მოვისმინე ჩემი ჯგუფის წევრების პორტფოლიოს პრეზენტაცია. თავადაც წარვადგინე.შევიტანე შესწორებები,,დავამატე წვრილმანები.დავაარქივე და გამოვაქვეყნე.
ყველაზე კარგი და მრავლის მომცველი ტრენინგი იყო ,მათ შორის,რაც კი გამივლია.საკუთარ თავზე ბევრი უნდა ვიმუშაო,ამგვარი საქმის კეთება კოლოსალურ შრომას მოითხოვს.განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა,
ვთვლი, რომ ჩემს ჯგუფში საუკეთესო პედაგოგები მუშაობდნენ.საოცარი მუხტი მოდიოდა.საინტერესო იდეებით იყო დატვირთული ყველა სამუშაო დღე.
მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ.ასეთი ტრენინგები ხშირად უნდა ჩატარდეს.იმედი მაქვს კიდევ უფრო საინტერესო ტრენინგები დაიგეგმება ჩვენთვის
Thursday, November 17, 2016
Friday, November 11, 2016
მეშვიდე დღე
ძალიან შემოქმედებითი იყო საშინაო დავალების შესრულება, თუმცა დიდ დროსა და შრომას ითხოვდა. უნდა წარმოგვედგინა თავი მოსწავლის ადგილას და შეგვექმნა ნამუშევარი პროექტთან დაკავშირებით. ამ დავალებამ ნათლად დაგვანახა, რა აქტივობას უნდა მივმართოთ ჩვენ, რომ მოსწავლემ მითითებული დავალება შეასრულოს. მე წარმოვადგინე კვლევის პრეზენტაცია, შესრულებული ,,მოსწავლეთა ჯგუფის” მიერ, პროექტიდან გამომდინარე. თუმცა არ არის გამორიცხული, მოსწავლეებმა უკეთესად შეასრულონ ეს დავალება. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, რომლებიც მოსწავლემ უნდა იცოდეს მუშაობის პროცესში, რომ უკეთესი ნამუშევარი გამოუვიდეს.
დავამუშავეთ მე-6 მოდული. ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის მომდევნო საკითხებზე: სწავლების პროცედურებისა და დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
ეს დღეც მეტად საინტერესო იყო, თუმცა ძალიან დავიღალე...........
დავამუშავეთ მე-6 მოდული. ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის მომდევნო საკითხებზე: სწავლების პროცედურებისა და დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
ეს დღეც მეტად საინტერესო იყო, თუმცა ძალიან დავიღალე...........
Friday, November 4, 2016
მეექვსე დღე,
ტრენინგის მეექვსე დღეც საინტერესოდ დაიწყო. ნაბიჯ–ნაბიჯ ვსწავლობთ
პროექტის პორტფოლიოს წარმოებას. სამუშაო შრომატევადი, მაგრამ
საინტერესოა. გარდა პორტფოლიოს წარმოებისა, ბევრ საინტერესო
საკითხებსაც გავეცანით, ვფიქრობ, მუშაობის დროს აუცილებლად გამოგვადგება.
Thursday, November 3, 2016
მეხუთე დღე
კვლავ მოვისმინე რამდენიმე სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია .
გამოთქმული რეკომენდაციები გავითვალისწინე ჩემი პროექტის გეგმაში და მის
პრეზენტაციაში, ვისწავლე მის დრაივში ატვირთვა და გაზიარება ჯგუში.
გავეცანი საინტერესო ელექტრონულ რესურს გამოკითხვის, ტესტირების ჩასატარებლად, გავიაზრე დავალებები მომავალი ტრენინგისთვის და დროც ამოიწურა . იმედია სათანადოდ მოვამზადებ!
მინდა გულწრფელად ვთქვა , რომ ამ" რთული ამოცანის" ამოხსნაში ლომის წილი ჩვენს ტრენერს ეკუთვნის, მადლობ მას .
გავეცანი საინტერესო ელექტრონულ რესურს გამოკითხვის, ტესტირების ჩასატარებლად, გავიაზრე დავალებები მომავალი ტრენინგისთვის და დროც ამოიწურა . იმედია სათანადოდ მოვამზადებ!
მინდა გულწრფელად ვთქვა , რომ ამ" რთული ამოცანის" ამოხსნაში ლომის წილი ჩვენს ტრენერს ეკუთვნის, მადლობ მას .
Wednesday, November 2, 2016
მეოთხე რეფლექსია
ტრენინგის მსვლელობის დროს უკეთ
დავამუშავეთ საკითხავი მასალა. მეოთხე დღეს ყველაზე საინტერესო
მომზადებული ბუკლეტების დრაივზე განთავსება იყო. ამ საკითხთან
დაკავშირებული ბევრი რამ აგვიხსნა ტრენერმა.
მივიღეთ დავალება შემდეგი ტრენინგისთვის: ნაწილობრივ
დამუშავებული პროექტის სლაიდების მომზადება და პრეზენტაციის გაკეთება.
ვფიქრობ, საინტერესო ტრენინგი გველოდება.
Subscribe to:
Posts (Atom)